მე, ხათუნა
დარჩია დავიბადე 1974 წლის 24 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში.
1991 წელს დავამთავრე ამავე სოფლის საშუალო სკოლა
და ჩავირიცხე საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომელიც 1996 წელს დავამთავრე
სპეციალობით- ფსიქოლოგია- პედაგოგიკა.
1995 წელს დავიწყე მუშაობა ჯუმათის საშუალო სკოლაში
დაწყებითი კლასების მასწავლებლად, სადაც ვიმუშავე 6 წელი. მაგრამ საცხოვრებელი
ადგილის შეცვლის გამო მომიხდა სამსახურის დატოვება 2001 წლიდან 2013 წლამდე ვიყავი დიასახლისი, უმუშევარი. მყავს
მეუღლე და ორი ქალიშვილი.
2011 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო
გამოცდები. ( დაწყებითი კლასები).
2013 წელს
დავინიშნე ჯუმათის საბავშვო ბაღის მენეჯერად,
სადაც ვიმუშავე 4 წელი. ამჟამად ვმუშაობ ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლაში
დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ვარ კლასის დამრიგებელი.
ძალიან მიყვარს
ხელსაქმე , სკოლაში ვამუშავებ ხელოვნების
წრეს ,, ხელმარჯვე ოსტატებს“, სადაც მოსწავლეებს ვასწავლი ხელნაკეთი ნივთების დამზადებას.
მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მიყვარს ჩემი პროფესია, ვარ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი, ვცდილობ
ფეხი ავუწყო თანამედროვე გამოწვევებს და მაქვს მოტივაცია პროფესიულად გავიზარდო .
No comments:
Post a Comment