სასწავლო პროექტი


                                                   სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება - მოვემზადოთ ზეიმისთვის

პროექტის მთავარი იდეა - სწავლა კეთებით.

პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები ფიგურათა მიმდევრობებს შეისწავლიან გამოყენებითი ხელოვნებით, შემოქმედებითი საქმიანობით, სასიამოვნოდ და ხალისით.

პროექტის მიზნები -  მოსწავლეებმა შეძლონ ფიგურების მიმდევრობების შედგენა და შედარება.  ფიგურების მიმდევრობებით გრილიანდების დამზადება და საკლასო ოთახის მორთვა საახალწლოდ

მოსწავლეთა ასაკი- 7-8 წელი

ვადები/ხანგრძლივობა-1 კვირა

მოსალოდნელი შედეგი -  პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეიძენენ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებას, მოხდება კომპლექსური უნარების(გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი)  გააქტიურება. თავიანთი ხელით დამზადებული გირლიანდებით მორთავენ საკლასო ოთახს საახალწლოდ.

პროექტის საჭირო რესურსი: მაკრატელი, წებო, ფერადი ქაღალდები, თოკები.

პროექტის  მსვლელობა:/ძირითადი  აქტივობები

1. შევარჩიეთ პროექტის თემა.

2. ჩამოვაყალიბეთ სამი ჯგუფი.

3. ჯგუფებს მივაწოდე ინსტრუქტაჟი და დავურიგე საჭირო რესურსი.

4. გადაინაწილეს თავიანთი როლები ჯგუფებში და შეუდგნენ მუშაობას.

5. გადავანაწილე ვადები და ვუწევდი მათ მუშაობას მონიტორინგს.

6. ჯგუფების პრეზენტაცია.

7. შევაფასებ   მოსწავლეებს პროექტის შეფასების სქემით.


 კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
 ფიგურების  გამოჭრა
ვერ ახერხებენ ფიგურების დამზადებას
ხარვეზებით დაამზადეს ფიგურები
სანიმუშოდ დაამზადეს ფიგურები
ფიგურებით მიმდევრობების შედგენა
ვერ ახერხებენ მიმდევრობის შედგენას
ხარვეზებით შეადგინეს მიმდევრობები
უშეცდომოდ შეადგინეს მიმდევრობები
 გრილიანდების დამზადება
ვერ მოახერხეს გრილიანდების დამზადება
ხარვეზებით დაამზადეს გრილიანდები
მიმდევრობის სრული დაცვით დაამზადეს გრილიანდები
თანამშრომლობა\ ჩართულობა
ჯგუფის წევრები ვერ ახერხებენ თანამშრომლობას
ნაწილობრივ ახერხებენ თანამშრომლობას
ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული მუშაობის პროცესში

8. ოთახის მორთვა საახალწლოდ.

1 ჯგუფი-  ფერადი ქაღალდებით გამოჭრიან ორი სახის ყვავილებს.

2 ჯგუფი- ფერადი ქაღალდებით გამოჭრიან წრეებს და ოთხკუთხედებს.

3 ჯგუფი- ფერადი ქაღალდებით გამოჭრიან  სამკუთხედებს და გულებს.

ჯგუფებმა უნდა მოიფიქრონ  თოკზე ფიგურათა განლაგების რაიმე წესი  და   შეადგინონ  მიმდევრობა.
    
საგნობრივ ჯგუფებთან\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

მათემატიკა.-  მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული  განლაგებები\ მიმდევრობები.

     შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:

ა) მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის  რამდენიმე ღია პოზიციას.
ბ) ადარებს ერთნაირი საგნებით წარმოდგენილ ორ მოცემულ მიმდევრობას და შესაბამის  შემთხვევაში  მიუთითებს  იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა და იმავე წესს ემორჩილება.
გ) სიტყვიერად  მოცემული წესის მიხედვით, მიმდევრობით   განალაგებს მხოლოდ ერთი ატრიბუტით განსხვავებულ საგნებს.
  კავშირი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან- მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე  ძირითადი ელემენტის, მასალის და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ა)იყენებს სხვადასხვა ხაზს, ფერს, ფორმას, ამზადებს ნივთებს.
   
      პროექტის ხელმძღვანელი- ხათუნა დარჩია.

      ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: khatunadarchia@gmail.com

No comments:

Post a Comment