გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და
გვარი- ხათუნა დარჩია
საგანი- ქართული ენა
სწავლების საფეხური-დაწყებითი საფეხური/პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი-10 მოსწავლე. არც ერთი მოსწავლე არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
გაკვეთილის თემა- ასო-ბგერა,,ა“ და ,,ი“. ,, აი ია“
გაკვეთილის მიზანი- საზეიმო განწყობის შექმნა .მოსწავლეები გაეცნობიან
,, ი’’ და,, ა’’ ასო-ბგერებს .ისწავლიან მათ კითხვას .შეძლებენ წიგნთან მუშაობის და კითხვის საწყისი ჩვევების გამომუშავებას.
ე. ს. გ.-ით მისაღწევი შედეგები-ქართ.I. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართII. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი
ტექსტის
წაკითხვა
და
გაგება.
ქართ.III. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ.IV. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
ქართ.5V მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის არქმა.
ქართ.VI. მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს.
შეფასების საგანი და პროცედურები- განმავითარებელი
შეფასება
გაკვეთილის ხანგრძლივობა-35წთ.
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს წინასაანბანო პერიოდი-
შეგუების ეტაპი ახალ გარემოსთან და მზად არიან დაიწყონ წერა-კითხვა. წარმოდგენილ გეგმაში თითოეული აქტივობა გაკვეთილის მიზნის მისაღწევად არის დაგეგმილი და შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი.
#
|
აქტივობის არწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
დრო
|
|||
1
|
საორგანიზაციო მომენტი (მისალმება,
მიზნისა და შეფასების ფორმის გაცნობა)
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
თვალსაჩინოდ გამოკრული გაკვეთილის თემა და მიზანი
|
2წთ.
|
|||
2
|
წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნის გააქტიურება. ა) დღის მესიჯის წარმოდგენა. ბ) ქცევის წესების
გახსენება.
გაიხსენებენ წელიწადის დროებს, თვეებს,კვირის დღეებს, ქცევის წესებს.
|
ვერბალური ახსნა (კითხვა-პასუხი)
|
საერთო საკლასო
|
დღის მესიჯის კალენდარი (კვირის დღეები, წელიწადის დროები)
|
2წთ.
|
|||
3
|
A ფაზა გამოწვევა.
.მასწავლებელი სვამს კითხვას- რატომ უნდა ვისწავლოთ წერა და კითხვა ქართულად?
გაიხსენებენ სამშობლოს, ეროვნებას,დედაქალაქს, ქალაქს, საქართველოს კუთხეებს და ლექსებით მოეფერებიან სამშობლოს და ქართულ
ენას.
ინტერესის გაღრმავება.
|
გონებრივი იერიში ( კითხვა-პასუხი)
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ.
|
|||
4
|
მართალია წერა-კითხვა არ იციან, მაგრამ იციან და გაიხსენებენ ქართულში
რამდენი ასო-ბგერაა, ხმოვნებს, თანხმოვნებს, წინადადების მნიშვნელობას, შემადგენლობას,
სიტყვას, მარცვალს, წესს მარცვალზე და დაფაზე გრაფიკულად გამოსახავენ.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
ანალიზის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
|
2წთ.
|
|||
5
|
დიდი იაკობ გოგებაშვილის გახსენება. მასწავლებლის საუბარი ქართული დამწერლობის და დედაენის შექმნაზე. გაიხსენებენ ლექსებს დედაენაზე,
იაკობ გოგებაშვილზე.
ცოდნის გაღრმავება.
|
ვერბალური ახსნა, დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ხელნაკეთი დიდი დედაენის წიგნი. იაკობ გოგებაშვილის ფოტო
|
2წთ.
|
|||
6
|
ლექსით-,, ანბანი მობრძანდებაო“ ერთხმად მოუხმობენ ქართულ ანბანს
განწყობის შექმნა.
|
თანამშრომლობითი, ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ.
|
|||
7
|
B ფაზა
-სიღრმისეული წვდომა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის, რომ თითო-თითო ასო-ბგერის შესწავლით
აშენდება მათი ქართული მეტყველება, ისწავლიან ქართულ ენას.ყველა ასოს თავისი ადგილი
და რიგი აქვს, რომლის შეცვლა არ შეიძლება. 33 ასო-ბგერას რომ შეისწავლიან, უკვე ეცოდინებათ წერა- კითხვა. აბა ვნახოთ რომელი იქნება დღეს ჩვენი პირველი სტუმარი!
მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ სტუმრად ერთი ან ორი ანბანი მობრძანდება.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
ქართული ანბანი
|
2წთ.
|
|||
8
|
მასწავლებელი ჯადოსნური ყუთიდან ამოიღებს ქოთნის იას და ი და ა ასოებს. მოსწავლეები ამოიცნობენ
ყვავილს, დაახასიათებენ როგორია ია, ლექსებს ეტყვიან. მასწავლებელი ბავშვებს აუხსნის,
რომ ეს ნაზი ყვავილი იქნება მათი მეგზური ცოდნის სამყაროში.
მოსწავლეები დაინახავენ პირველ
სტუმრებს- ყვავილ იას და ი და ა ასოებს.
|
დემონსტრირების მეთოდი. ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
ყუთი. ქოთნით ია. ი და ა ბრჭყვიალა
ასოები
|
3წთ.
|
|||
9
|
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით ანახებს ია ყვავილის სხადასხვა
სახეობას. ი და ა ასოების გრაფიკულ მოხაზულობას. შემდეგ მოსწავლეები თავიან ბუკებში
იპოვიან ამ ასო-ბგერებს.
|
დემონსტრირების
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი, პროექტორი. ბუკები.
|
3წთ
|
|||
10
|
მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს
და გააცნობს მოსწავლეებს პირველ ჯადოსნურ ი და ა ასოებს. წააკითხებს, დაამარცვლინებს.კითხვის
ტექნიკის დაუფლება.
|
ანალიზი, სინთეზი
|
საერთო საკლასო
|
დაფა. ი და ა ასოები.
|
2 წთ
|
|||
11
|
გაიხსენებენ ი და ა ასოებზე დაწყებულ სიტყვებს
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
|
კითხვა- პასუხი
|
საერთო საკლასო
|
|
1 წთ
|
|||
12
|
წინგზე მუშაობა- ტექსტის კითხვა-,,ია“
კითხვის ტექნიკის დაუფლება
|
ერთობლივი კითხვის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
2 წთ
|
|||
13
|
წიგნზე მუშაობა- ტექსტის კითხვა-,,ია“
კითხვის ტექნიკის დაუფლება.
|
ერთობლივი კითხვის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
3 წთ
|
|||
14
|
C ფაზა-
რეფლექსია.
მოძრავ ანბანზე მუშაობა. წყვილები ააწყობენ წინადადებას- აი ია.
ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
|
სინთეზი
|
წყვილებში
|
მოძრავი ანბანი
|
2 წთ
|
|||
15
|
თიხისგან გამოძერწავენ ი და ა ასოებს და სიტყვა -იას, დააკრავენ ფერად
ბარათებზე. ყველა მოსწავლე დაფასთან გააკეთებს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას
ხელის მოტორიკის გავარჯიშება
|
სწავლა კეთებით. სინთეზი
|
დამოუკიდებელი
|
ფერადი ბარათები, თიხა, მაგნიტი, დაფა.
|
2 წთ
|
|||
16
|
ყველა ერთხმად შეასრულებს სიმღერას-,, ანი, ბანი, განი“
ამაღლებული, საზეიმო განწყობის
შექმნა.
|
სიმღერის
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი
|
2 წთ
|
|||
1.
15
|
შეფასება.მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს განმავითარებელი კომენტარით.
მასწავლებელი შეაფასებს რამდენად მიაღწია მიზანს.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
|
1 წთ
|
|||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ
წერილობითი კოდის გაშიფვრას, გამოიმუშავებენ წინგთან მუშაობის საწყის უნარ-ჩვევებს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ ა და ი ასოებისა და,, აი იას“ კითხვა.
ხელმოწერა-ხ.
დარჩია.
თარიღი:
No comments:
Post a Comment